1961 წელს საფუძველი ჩაეყარა ალერგიის სკოლის ჩამოყალიბებას საქართველოში
1963-1964
პირველი ალერგოლოგიური კაბინეტი თბილისში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ალერგოლოგიის კურსის შემოღება
1964-1974
საქართველოში ალერგოლოგიური სამსახურის ქსელის შექმნა
1974
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ალერგოლოგიური კათედრის დაარსება
1976-1977
მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, ალერგოლოგიის კვლევითი განყოფილების დაარსება
1981-1989
ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა ალერგიისა და ასთმის კვლევის სფეროში
1988
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის განყოფილების დაარსება
1992
საქართველოს ასთმისა და ალერგიის კლუბის დაარსება
1992
საქართველო გაერთიანდა ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიაში
2005
საქართველო გახდა ალერგოლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები
- ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგია (პოლინოზი, კვებითი ალერგია, ასთმა და სხვ.);
- ალერგენების რეგიონული თავისებურებების შესწავლა;
- ალერგიულ დაავადებათა განვითარების უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მექანიზმების შესწავლა;
- IgE რეგულაცია IN VIVO და IN VITRO;
- ალერგიულ დაავადებათა იმუნოგენეტიკა;
- ალერგიულ დაავადებათა სპეციფიური იმუნოთერაპია;
- ალერგიის მედიატორები,
- გასუფთავებული კარშიდა ალერგენების როლის შესწავლა ალერგიულ დაავადებათა განვითარებაში;
- ალერგიულ დაავადებათა ფარმაკოთერაპია;
- ISAAC-ის კვლევა, ფაზები I, II და III,
- ვირუს ინდუცირებული ბრონქული ასთმა,
- კორტიკოსტეროიდდამოკიდებული ბრონქული ასთმა,
- ბრონქული ასთმის სპელეოთერაპია,
- ასთმისა და ალერგიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები
სამეცნიერო კონგრესები საქართველოში
1967- ბორჯომი
ბრონქული ასთმის კლასიფიკაციის მომზადება საბჭოთა კავშირისათვის
1972 – ბათუმი, 1977 – თბილისი, 1985 - თბილისი, 1990 – ქობულეთი
საკავშირო კონგრესები ალერგოლოგიაში
1979 - სოხუმი
სოციალისტური ქვეყნების ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური საზოგადოებების III საერთაშორისო კონგრესი
1980 – თბილისი, 1984 - თბილისი
ქართულ-შვედური კონფერენციები ალერგოლოგიაში
1986 – თბილისი
ქართულ-გერმანული კონფერენცია ალერგოლოგიაში
1992 თბილისი
INTERASTHMA - 92
1995 - თბილისი
კონფერენცია GINA-ს შესახებ და თანამშრომლობის დამყარება გულის, ფილტვისა და სისხლის ნაციონალურ ინსტიტუტთან (NHLBI, USA)
1999 – თბილისი
I საერთაშორისო კონგრესი "ალერეგიის, ასთმისა და იმუნოდეფიციტის პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები"
2001 – თბილისი
II საერთაშორისო კონგრესი "ალერეგიის, ასთმისა და იმუნოდეფიციტის პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები"
2004 - თბილისი
ასთმის II ევროპული კონგრესი
ალერგოლოგიური სამსახურების სტრუქუტურა საქართველოში
- ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
- ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
- ალერგოლოგიის განყოფილებები სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში (პედიატრიის, შინაგანი მედიცინის, ბიოტექნოლოგიების, პროფესიული დაავადებების ინსტიტუტები)
- 70-80 ალერგოლოგიაში სერტიფიცირებული სპეციალისტი
- 30 საწოლი საავადმყოფოებში
|
|
|
|
 |